გოგიჩაიშვილი ბერაიას: უზრდელო, მაგ სიტყვების გამო რაც დაგემართება, ნახავ

გოგიჩაიშვილი ბერაიას: უზრდელო, მაგ სიტყვების გამო რაც დაგემართება, ნახავ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაჩი ბერაიამ ლევან გოგიჩაიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება ვატო შაქარიშვილისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობის მიცემის საკითხის განხილვას მოჰყვა. დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მოითხოვეს, რომ ვატო შაქარიშვილს უზნაესის მოსამართლეობის კანდიდატისთვის გიორგი მიქაუტაძესთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა მიეცათ, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარისგან ანრი ოხანაშვილისგან უარი მიიღეს.

ოხანაშვილმა მათ შესთავაზა, რომ ვატო შაქარიშვილს მისთვის კითხვა წერილობითი სახით მიეწოდებინა და თავად გააჟღერებდა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ თავის მხრივ შესთავაზა, ვატო შაქარიშვილი მის გვერდით დამჯდარიყო, კითხვა მისთვის მიეწოდებინა და მის მაგივრად დაუსვამდა გიორგი მიქაუტაძეს. საკითხის განხილვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრისგან დაჩი ბერაიასგან მოჰყვა რეპლიკა, რომ პარლამენტის წესებისთვის პატივი ეცათ. ლევან გოგიჩაიშვილმა კი მიმართა, რომ მისი დამსახურებაა, რადგან „ზონდერ მოსამართლე“ მიქაუტაძე ამ დარბაზში ზის, როგორც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი.

გოგიჩაიშვილის ამ განცხადებას დაჩი ბერაიას გაღიზიანება მოჰყვა და მან დამოუკიდებელ დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ლევან გოგიჩაიშვილი დაჩი ბერაიას: შე უზრდელო. მაგ სიტყვების გამო რაც დაგემართება, მაგას ნახავ. რამის თავი მაინც გქონდეს, შე ლაჩარო.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატებს თავის შეკავებისკენ მოუწოდა და მომხდარს შოუ უწოდა.

სოციალისტი ესენი რატომ არიან დეპუტატები, ვინ არიან საერთოდ?! ასე უპრაგონოდ როგორ აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ამცირებენ, რა სიბინძურეს არ აბრალებენ განუკითხავად?!! საერთოდ პარლამენტის და საპარლამენტო ქვეყნის კუბო დავდგი ისე, რომ საქართველოს არაფერი გაუჭირდეს! წადით ბიძიკოებო, წადით ექიმებს ფსიქიატრებს მიაკითხეთ. როგორც გურიაში იტყვიან, ახლა უნდა ამათ 1 ბოთლი პაჭკორიას (სახალხო მკურნალი) წამალი თორემ ცოტა თუ დააგვიანეს მერე 1 ფუთი არ ეყოფათ! ვავა საქართველოს პარლამენტი, ვავა! ის მოსამართლეები ვის საქმეებსაც, დანიშვნა არ დანიშვნის საკითხს განიხილავენ, ამათთან შედარებით გაცილებით სოლიდურად გამოიყურებიან, პარლამენტარებმა მოიჭრეს თავი მთლიანდ!
5 წლის უკან