თბილისის მერიამ ყავის აპარატზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, დედაქალაქის მთავრობამ ყავის აპარატში 10 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს.
მერიის ეს გადაწყვეტილება, თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძღაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გააპროტესტა. როგორც ხაბეიშვილმა “2020NEWS“ -თან საუბარში განაცხადა, დედაქალაქის მერი საკუთარი კონფორტისთვის ყიდულობს ყავის აპარატს და სწორედ ამ ყავის აპარატით გაუმასპინძლდება მთავრობის სხდომაზე გამგებლებსა და სამსახურის უფროსებს.
“ყავის აპარატზე ტენდერი აქვთ გამოცხადებული, ჯერ არ უყიდიათ, მაგრამ იყიდიან. ყველა ემადლიერება კახის, რომ თურმე ხელფსს არ იღებს, სამაგიეროდ მილიონიან კორუფციაშია გარეული. მისი რა დაიჯერება, საკუთარი კომფორტისთვის, ბიუჯეტის ხარჯზე ყავის აპარატს ყიდულობს. მილინერი კაცი, რომელმაც აუდიტის სამსახურმა დასკვნის მიხედვით, ელექტრო სისტემა 76 მილიონი ლარით ზარალზე გაიყვანა. ტიპმა ამდენი მილიონი ლარი გაფლანგა და უნდა, რომ ჩვენს ხარჯზე ყავის აპარატი იყიდოს. როცა ამ კაცის კეთილსინდისიერებაზე მიდგება საქმე, ასეთი რამეების არ მჯერა. მისთვის 10 ათასი ლარი შეიძლება ჯიბის ფული იყოს, მაგრამ ბიუჯეტით ყიდულობს, არც კი რცხვენია. თანამშრომლებს ხელფასსაც უხდის, პრემიებსაც და “კოფეც“ ჩვენ დავალევინოთ? რატომ უნდა იყიდოს ბიუჯეტიდან. ვფიქრობ, მე-20 სართულზე თავისი კაბინეტი რომ აქვს, სადაც რემონტს ამთავრებენ ზუსტად რემონტის დამთავრებას ემთხვევა ყავის აპარატის ყიდვაც. ამ ყავის აპარატით, გამგებლებს, სამსახურის უფორსებს ყავას ისე დაალევინებენ, რომ წყალსაც არ აადუღებენ“, - განუცხადა ლევან ხაბეიშვილმა სააგენტოს.
ცნობისთვის, მერიამ ყავის აპარატის შესაძენად ტენდერი 16 ოქტომბერს გამოაცხადა, ხოლო ტენდერი 28 ოქტომბერს სრულდება.
მაგრამ ნაცებმა ხომ ყველაფრისაგან ტრაგედია უნდა შექმნან!