დედა სიდონია: იქნებ გარკვევით ვთქვათ რატომ არ გვინდა რუსეთი

დედა სიდონია: იქნებ გარკვევით ვთქვათ რატომ არ გვინდა რუსეთი

რუსეთი პატივს არ სცემს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს,- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში დედა სიდოანია, რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე ურთიერთობას.

დედა სიდონია განმარტავს იმ მიზეზებს, თუ რატომ არ სჭირდება საქართველოს რუსეთი.

„იქნებ გარკვევით ვთქვათ რატომ არ გვინდა რუსეთი. 1. ის პატივს არ სცემს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. 2. გველაპარაკება თითის ქნევით. 3. დამცინავია. 4. არ არის მეგობრული, ამპარტავნულად, საზოგადოების ნების წინააღმდეგ გასცემს ინსტრუქციებს. 5. მართლმადიდებლობა, ქრისტიანობამ ყველა ქვეყანაში ერის თავისებურებების მიხედვით განსაზღვრა ადგილობრივი ჩვევები. "უფროსმა ძმამ" კი, გარკვეულწილად წაშალა იდენტობა და, მოგვახვია თავს თავისი ტრადიციები, რომელსაც ქართველი ვერასდროს შეისისხლხორცებს, და გადავიქცევით „ღამურებად".

  1. მესმის, რომ მას საკუთარი საზღვრები ანაღვლებს და ვერ გაგვიწევს ანგარიშს, მაგრამ თანამშრომლობა, დიალოგი უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის პატივისცემისა და აღიარების ფარგლებში, და არა თავში წამოკვრითა და ბრძანებებით. უნდა მოგვცენ საშუალება ერი თავისი თვითმყოფადობის, ხასიათის გარემოში განვითარდეს.

მაგრამ, მას შურს და იცის რომ ამ გზით საქართველო უფრო ცივილური გახდება და, ასეთი საზოგადოების მართვა აღარ იქნება იოლი. და, რატომ გინდათ რომ გვმართოთ, თან ვიღაც ერთ უჯრედიანი შუამავლების მეშვეობით? გვაღიარეთ და გვემეგობრეთ. ესაა. არ ვართ ისეთი სულელი ერი, როგორადაც წარმოგვაჩენთ თქვენი "სიდიადის" ფონზე. P.S. გამოსავალი. ისე უნდა განვვითარდეთ რომ, დიალოგის იქით გზა არ დავუტოვოთ" - წერს დედა სიდონია სოციალურ ქსელში.

სოციალისტი აი კიდევ ერთი პარლამენტარი. პეტრე ცაავა, ეს ქალბატონი, მოგროვდებიან აწი თანდათან! ღმერთო მაპატიე თუ შევცოდე, ისე ძალიან დიდ ანტიპატიას იწვევს ჩემში!
5 წლის უკან
სოციალისტი რასაც ეს ქალი ახლა აქ ლაპარაკობს გამწარებული მკრეხელობაა, განსაკუთრებით იმ ნაწილში - შურს და იცის რომ ამ გზით საქართველო უფრო ცივილური გახდება??!! რომელი გზით, ლგბტ პარადებით და მშობელი #1 და #2 -ით! საშინელებაა უმეცარი რომ ამოიდგამს ენას!
5 წლის უკან