ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს მიმართა კითხვით, ლეგიტიმურია თუ არა გირჩმადიდებლობა ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში.
კითხვაზე მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ქვეყანაში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებაა, შესაბამისად ყველა პირი თვითონ წყვეტს როგორი რწმენა ექნება ან ექნება თუ არა საერთოდ.
რომან გოცირიძე: არსებობს საქართველოში ასეთი ახალი რელიგია- გირჩმადიდებლობა, ანუ შეიძლება ვუწოდოთ გირჩთაყვანისმცემლობა. შეიქმნა გირჩის რელიგიური ორგანიზაცია. როგორ აფასებთ ამ ფაქტს? უნდა აიკრძალოს თუ არა ეს? არის თუ არა საზიანო ქვეყნისთვის ეს მდგომარეობა? თუ პირიქით, დემოკრატიას უწყობს ხელს? იქ ჯარიდან გათავისუფლების საკითხებიც დგას. გირჩმადიდებლობა, როგორც რელიგია, თქვენი აზრით არის თუ არა ლეგიტიმური ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში?
გიორგი მიქაუტაძე: რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებაა ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად ყველა პირი თავისით გადაყწვეტს როგორი რწმენა ექნება და ექნება თუ არა საერთოდ.
რომან გოცირიძე: ხელისუფლება ებრძვის მაგრამ ჯერ ვერ გამოსდის. კანონპროექტი შემოიტანეს, მერე გაიტანეს, ვინაიდან აისაზე (პრეზერვატივი) დაახატეს იმ კაცის პორტრეტი, ვინც ეს კანონპროექტი შემოიტანა და შეეშინდა, გულანთებული დარწმუნებული იყო, რომ ეს ორგანიზაცია უნდა აეკრძალა და მერე საკმარისი იყო რაღაც საგანზე დაეხატათ მისი პორტრეტი და შეშინდა. ახლა შემოვლითი გზით აპირებს, ოღონდ დეპუტატებს კი არ შემოაქვთ კანონპორექტი, არამედ რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ფორმალურად, რომ რაღაც ფორმით შეკვეცოს მათი საქმიანობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, სწორია ასე? თუ იყოს ისე, როგორც არის, ზოგმა გირჩს სცეს თაყვანი და ზოგმა ელვის პრესლის, მაკარონია ღმერთი სერბიაში მე მგონი, და გყავდეს, ვისაც როგორ ღმერთი უნდა. რატომ შემოაქვთ ეს კანონპროექტი. მხარს დაუჭერდით თუ არა თქვენ?
გიორგი მიქაუტაძე: გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ყოველგვარ კონკრეტიკას არის მოკლებული, თქვენ ზოგადად საუბრობთ.