ნათია თურნავა: ანაკლიის პროექტი ძალინ დაგვიანდა

ნათია თურნავა: ანაკლიის პროექტი ძალინ დაგვიანდა

ანაკლიის პროექტი ძალინ დაგვიანდა, დღევანდელი შეხვედრებიც, დისკუსიებიც იმას მოწმობს, რომ მთელი დერეფანი ელოდება ამ პროექტს, არამხოლოდ საქართველო“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„ანაკლიის პროექტი ძალინ დაგვიანდა, დღევანდელი შეხვედრებიც, დისკუსიებიც იმას მოწმობს, რომ მთელი დერეფანი ელოდება ამ პროექტს, არამხოლოდ საქართველო. ჩვენ ისევ და ისევ მოველით, რომ ინვესტორი კომპანია კონცენტრირდება თავისი ვალდებულებების შესრულებაზე ვიდრე პოლიტიკურ ჭრილში აქცენტების გადატანაზე. ჩვენ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ შეასრულონ ვალდებულებები. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი წლიდან დავძრავთ ამ პროექტს.

ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ამ საკითხზე სასაუბროდ ნებისმიერ ფორმატში. ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად გადავწყვეტთ რა ფორმატში გავაგრძელოთ დისკუსიები. ამ პროექტს ამ ეტაპზე ზედმეტი პოლიტიზირება ავნებს“ – განაცხადა ნათია თურნავამ.