რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, პარლამენტში ანაკლიის პორტზე სასაუბროდ მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ მინისტრმა აბრეშუმის გზის ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პროექტთან დაკავშირებით მან არაერთხელ ისაუბრა პარლამენტსა და ღია ეთერებში, ასევე, მამუკა ხაზარაძეს დებატებიც შესთავაზა:
“ანაკლიის პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი და პარლამენტში შეხვედრის გამართვა. ალბათ გახსოვთ, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პარლამენტში ვიმყოფებოდი, როგორც მინისტრის საათის, ასევე ცალკე ანაკლიის პორტთან მოსმენის ფარგლებში. ჩვენ ნამდვილად აღარ გვიჭირს ანაკლიის პორტზე ღია საუბარი. ახლა კონსორციუმთან სამუშაო შეხვედრების ფორმატში ვიმყოფებით. ამდენად ამ პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი და პარლამენტში ღია შეხვედრა”, – განაცხადა მინისტრმა.