ბოკერია მიქაუტაძეს: მესამე რეკომენდატორი ვერ იპოვეთ თუ ფეხებზე დაიკიდეთ?

ბოკერია მიქაუტაძეს: მესამე რეკომენდატორი ვერ იპოვეთ თუ ფეხებზე დაიკიდეთ?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობის მსურველს 3 რეკომენდატორი უნდა ჰყოლოდა. გიორგი მიქაუტაძემ მხოლოდ 2 რეკომენდატორი წარმოადგინა. ამასთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს წევრი გიგა ბოკერია დაინტერესდა და კითხვით მიმართა მიქაუტაძეს, მესამე რეკომენდატორი ვერ იპოვა თუ “ფეხებზე დაიკიდა, რადგან ფიქრობდა, რომ მაინც გაუვიდოდა“.

გიგა ბოკერია: იუსტიციის საბჭომ დაადგინა, რომ 3 რეკომენდატორი უნდა ყოფილიყო, თქვენ რამდენი წარმოადგინეთ?

გიორგი მიქაუტაძე: 2 რეკომენდატორი.

გიგა ბოკერია: მესამე რეკომენდატორი რატომ არ წარმოადგინეთ, ფეხებზე დაიკიდეთ, რომ მაინც გაგივიდოდათ თუ ვერ იპოვეთ მესამე?

გიორგი მიქაუტაძე: არც ერთი...

გიგა ბოკერია: ე.ი ფეხებზე დაიკიდეთ