ოხანაშვილი: დოლიძემ მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა იუკადრისა, რაც იუსტიციის საბჭოს წევრის მხრიდან უხერხულია

ოხანაშვილი: დოლიძემ მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა იუკადრისა, რაც იუსტიციის საბჭოს წევრის მხრიდან უხერხულია

“როგორც ჩანს, ანა დოლიძემ მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა იუკადრისა, რაც იუსტიციის საბჭოს წევრის მხრიდან უხერხულია“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი ანა დოლიძის პარლამენტში მისვლას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ანა დოლიძეს მისთვის არ მიუმართავს, რომ სხდომაზე დასწრების სურვილი ჰქონდა.

“ახლა გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ანა დოლიძე პარლამენტში ყოფილა მოსული. მან სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ თითქოს მან მოგვმართა და ჩვენ დარბაზში არ შემოვუშვით, რაც არის ტყუილი. უხერხულია იუსტიციის საბჭოს წევრის მხრიდან ასეთი ტყუილის გავრცელება. მოგეხსენებათ ეს დარბაზი განკუთვნილია პარლამენტის წევრებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, გადანაწილებულია კონკრეტული ადგილები არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის. ვინაიდან ინტერესი დიდია და თუ ვინმეს დასწრების სურვილი აქვს, ადგილები აქ თავისუფალი არ გვაქვს, ვთავაზობთ აქვე დარბაზში, აივანზე დასწრებას. როგორც ჩანს, ანა დოლიძემ იუკადრისა მოქალაქეებთამ ერთად დაჯდომა, რაც საბჭოს წევრის მხრიდან უხერხულია. შეკითხვების დასმა არის განსაზღვრული, კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. მაქსიმალირად ყველა სუბიექტს შეკითხვის დასმის შესაძლებლობას ვაძლევთ. ასევე ჩვენ დღეს გვთხოვეს, რომ კახა წიქარიშვილს სურს დასწრება და მასაც ამის საშუალება მივეცით. სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეს დასწრების საშუალებას არ ვაძლევთ, ძალიან ცუდი და არასწორია. თუ მომმართავენ, რომ მაინცდამაინც დარბაზში დასწრება უნდათ, მაქსიმალურად ვცდილობ, ეს უზრუნველვყო. მისი მხრიდან მსგავსი განცხადება ჩემს სახელზე არ შემოსულა.“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.