ზაქარია ქუცნაშვილი: პოლიტიკაში არ ვბრუნდები

ზაქარია ქუცნაშვილი: პოლიტიკაში არ ვბრუნდები

”ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც დეპუტატის მანდატი რამდენიმე თვის წინ დატოვა, “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

ამასთან, როგორც ქუცნაშვილი გვეუბნება, ჯერჯერობით, არ იცის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას“ დაეხმარება თუ არა.

“ამ ეტაპზე პოლიტიკაში დაბრუნებაზე არ ვფიქრობ, მომავალში ვნახოთ. ისე “ქართული ოცნების“ პარტიაში ვრჩები. ვიქნები თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევენებში ჩართული, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ დეპუტატს, ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის მანდატის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას გაუძღვა. ამ შეცდომის გამო “ქართულ ოცნებას“ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწია.