ანა დოლიძე: არ უნდათ გიორგი მიქაუტაძე ანერვიულდეს და ვინმემ ისეთი კითხვა არ დაუსვას, რომელიც ცოტა გააოფლიანებს

ანა დოლიძე: არ უნდათ გიორგი მიქაუტაძე ანერვიულდეს და ვინმემ ისეთი კითხვა არ დაუსვას, რომელიც ცოტა გააოფლიანებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს იურიდიულ საკითხთა კიმიტეტის სხდომაზე არ უშვებენ, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

როგორც ანა დოლიძე აცხადებს, ამის მიზეზად უთხრეს, რომ კომიტეტის დარბაზში ადგილი არ არის და შესთავაზეს მოქალაქეებისათვის განკუთვნილ აივანზე ავიდეს.

“გალიორკაზე დაჯდეს აპარატის უფროსი და გვერდით მიისვას ირაკლი კობახიძე. მათ არ უნდათ, რომ გიორგი მიქაუტაძე ანერვიულდეს და ვინმემ ისეთი კითხვა არ დაუსვას, რომელიც ცოტა გააოფლიანებს. ეს ახლა ვინმეს დემოკრატიად მიაჩნია?!, რომ იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელსაც ნანახი აქვს ეს პროცესი თავიდან ბოლომდე, არ შეუშვან დარბაზში. ძალიან სასაცილოა ეს ამბავი. 15 წელია პარლამენტში დავდივარ, პირველად არ ვუყურებ ამ სიტუაციას და ეს ამბავი კარგად არ მთავრდება“,- გააცხადა ანა დოლიძემ.