ნანა ფაჟავა:  „არადა, ენგურის ხიდის გავლით ოკუპანტთან რამდენი ,,შეშვებული

ნანა ფაჟავა:  „არადა, ენგურის ხიდის გავლით ოკუპანტთან რამდენი ,,შეშვებული" ჟურნალისტი მინახავს“

ჟურნალისტი ნანა ფაჟავა სოციალურ ქსელში წერს:

ჟურნალისტები არ შეუშვეს ატოცში- ეს არის თურმე დღეს პრობლემა. არადა, ენგურის ხიდის გავლით ოკუპანტთან რამდენი ,,შეშვებული" ჟურნალისტი მინახავს. მათ შორის დღესაც მოყელყელავე. რამდენი ორმაგი თუ სამმაგი აგენტი. აფხაზებისა და რუსების აგენტურიდან ქართული სპეცსამსახურების მიერ გადმობირებული ჟურნალისტი, ფინანსური პოლიციისა და კუდის მაღალჩინოსნებთან ერთად კონტრაბანდული ტვირთის წილში ჩამჯდარი ჟურნალისტი, აფხაზეთის გმირის ენგურის ხიდიდან სარფის საბაჟომდე გამცილებელი ჟურნალისტი, აფხაზ ბოევიკებთან ერთად ენგურის ხიდზე ჰეროინის ვენაში გამჩხირავი ჟურნალისტი, სენაკის ბაზაზე რუსი ოკუპანტების მიერ უნიტაზების დემონტაჟის პარალელურად, იქვე ჯიხურში, კუდის მაღალჩინოსანთან ერთად ქვედა კიდურის ვენაში ჰეროინის გამჩხირავი ჟურნალისტი... მინდა მჯეროდეს, რომ ატოცშიც და ცხინვალშიც ისეთი ჟურნალისტები შევლენ, ვისაც პროფესიულ სინდისთან ერთად სამშობლოს სიყვარულიც ულევი აქვს! მაშინ ეშველება ქვეყანასაც და ჟურნალისტიკასაც!!!

არაგველი641 ბარეღა თქვი ვინაა ეგ "ჟურნალისტი"
4 წლის უკან