გუბაზ სანიკიძე:

გუბაზ სანიკიძე: "არ დაიღალეთ იმ 9 წელზე ლაპარაკით?"

გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” დავით ქაცარავაზე და პოლიტიკურ შეფასებებზე ისაუბრა:

“აქ ომს არავინ არ აპირებს. აპირებს ღირსეულ ქმედებას და ღირსეულ მოქმედებას. დღევანდელ საქართველოს არავინ არ სცემს პატივს, მათ შორის არც მტრები. რატომ “აპრავებთ” “ოცნებას”. არ დაიღალეთ იმ 9 წელზე ლაპარაკით? ამ დარბაზში არც ერთი არ ლაპარაკობდით ამაზე ჩემზე მეტად. ხვალინდელზეა ლაპარაკი. რა ვუშველოთ?! რომ იძახით შენ “ნაციონალი” ხარ? დიაგნოზებს რომ სვამთ, ვინ მოგცათ ამის უფლება?! დათო ქაცარავა არის მებრძოლი ერისთავი.

წადით ჰკითხეთ იმ თქვენი “ოცნების” ხელისუფლებას, ისინი რას აკეთებენ, ამ კაცს (დავით ქაცარავა) რას ეკითხებით?! ეს კაცი აკეთებს, ღამე არ გვაძინებს, გვაწუხებს სინდისივით. ხანდახან გვრცხვენია და რაც უფრო ხშირად შეგვრცხვება ქართველებს, მით უკეთესი იქნება ჩვენი შვილების მომავლისთვის. დამთავრდა, საბჭოთა კავშირი ყველამ რომ მოინდომოს, მაინც აღარ გამოვა”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

Maverick დიდი მამის დაჩიავებული შვილი!
4 წლის უკან
amo ვერ ბედავს თქვას, რომ ხელისუფლება ვალდებულია დაელეპარაკოს რუსეთს. ეშინია რუსეთუმეობა არ დააბრალონ. ამ თემაზე სხვა ტიპის საუბარი წყლის ნაყვაა. გამორიცხულია ჩვენი პრობლემა მათთან დიალოგის გარეშე გადაწყდეს. დიალოგის ქვეშ არ ვგულისხმობ, რომ დავუწვეთ. შენ შენი უთხარი, ის თავისას გეტყვის. საუბარში გაირკვევა პრინციპები, ვის რაზე შეუძლია წასვლა. ქვეყნის სათავეში, რომ ხარ აღებულ მომენტში რის გაკეთებაც აუცილებელია უნდა გააკეთო, თუგინდ ამისათვის ხალხმა ჯვარს გაცვას. შევარდნაძეს დროზე რომ შევეყვანეთ სნგ-ში რამდენ უბედურებას გადავრჩებოდით, არადა საჭირო იყო. ასეა ახლაც. ივანიშვილო გადადგი ეს ნაბიჯი! თუ არა და ყველაფერი რასაც აკეთებ წყალში ჩაგეყრება.
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com ერთი შენა ხარ პოლიტიკოსი და მეორე ქაცარავა მებრძოლი!!!
მამის სირცხვილი...
4 წლის უკან
სოციალისტი thrgg@yahoo.com ქაცარავას რას ერჩი?! )))
4 წლის უკან