„ქორწილში სიმღერა თუ დაგვრჩა პრობლემად, ედემში გვიცხოვრია და რაღას წუწუნებთ?“ 

„ქორწილში სიმღერა თუ დაგვრჩა პრობლემად, ედემში გვიცხოვრია და რაღას წუწუნებთ?“ 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე „თბილისოს" მღერის, რასაც ფეისბუქის მომხმარებლების ნაწილისგან უარყოფითი კომენტარები მოჰყვა.

"ქორწილში სიმღერა და ცეკვა რა სასაყვედუროა?! მართლა ვერ ვხვდები, რა მოხდა ასეთი, ძალიან რომ შეგაშფოთათ. არ მითხრათ, რომ თქვენ ფრიდონ სულაბერიძის გასმები გაქვთ ან იამზე დოლაბერიძის სინაზით გაიგოგმანებთ. ვერც ჰამლეტ გონაშვილის ხმით მოგვხიბლავთ და ვერც ნანი ბრეგვაძესავით დაგვიტკბობთ სმენას. ჰოდა, ქორწილში სიმღერა და ცეკვა თუ დაგვრჩა პრობლემად, კი გვიცხოვრია ედემში და რაღას წუწუნებთ?! ქორწილია რა! ვისაც როგორ ემღერება და ეცეკვება, ისე იმღეროს და იცეკვოს, რამ შეგაწუხათ?! ციციკორეობიდან რომანოზ ტკბილმოუბარობამდე ამაღლდით?"- წერს ბონდო მძინარაშვილი.

შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ „თბილისო" ერევანში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ენზელ მკოიანის ძმისშვილის ქორწილში შეასრულა.

ქორწილში ასევე იმყოფებოდნენ, უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე და ბექა ოდიშარია.

amo იცის ამ კაცმა სიმღერა, ადგილიც და დროც შესაბამისი იყო.
4 წლის უკან