“არა არს ღმერთი გარდა ბოკერიასი და ზარდიაშვილია მოციქული მისი“

“არა არს ღმერთი გარდა ბოკერიასი და ზარდიაშვილია მოციქული მისი“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორის“ საჯარო ლექციაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია და „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი სიტყვით გამოვიდნენ.

გიგა ბოკერიამ თავის გამოსვლაში სახელმწიფოებრიობაზე, საგარეო ურთიერთობებზე, შიდა და გარე კომფლიქტებზე ისაუბრა, ხოლო ვანო ვანო ზარდიაშვილმა კონკრეტულად „ინიციატორზე“.

სოციალურ ქსელში  ვანო ზარდიაშვილისა და გიგა ბოკერიას ერთობლივი ფოტო გავრცელდა, რომელიც კრიტიკის საგანი გახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.

“არა არს ღმერთი გარდა ბოკერიასი და ზარდიაშვილია მოციქული მისი.

აი, ეს კოხტაპრუწა ჰყავდათ “ქართული ოცნების” სპიკერად, ახლა ბოკერიას რომ შეჰყურებს დასჯილი ძაღლივით, რომელმაც ფაჩუჩები დაღრღნა.

სირცხვილიც აღარ არის ეს ყველაფერი!

ბოკერია ცდილობს, ახალგაზრდების ხმები მიიღოს.

რას ცდილობს ზარდიაშვილი? და რას ფიქრობენ მისი დოსტები “ქართული ოცნებიდან”?

ბოკერიას მასპინძელი ორგანიზაცია “ინიციატორი” თბილისის საკრებულოში ისნის მაჟორიტარი დეპუტატის (“ქართული ოცნებიდან”) ნინო ლაცაბიძის და ვანო ზარდიაშვილის ხელშეწყობით შეიქმნა. ამ შეხვედრაზე, ბოკერიას მოსასმენად, ახალგაზრდული პარლამენტის წევრები მიიყვანეს. რატომ და ვისი თანხმობით?” – წერს მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.