რადგანაც ფადი ასლი და მისი ასოციაცია გამორჩეულია, მათ ცალკე შევხდები – გიორგი გახარია

რადგანაც ფადი ასლი და მისი ასოციაცია გამორჩეულია, მათ ცალკე შევხდები – გიორგი გახარია

“სწორედ ამიტომ, რადგანაც ბატონი ფადი ასლი და მისი ასოციაცია არის გამორჩეული, მას ცალკე შევხდები”, –  ამის შესახებ ბიზნესასოციაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. აღნიშნული მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც დაინტერესდნენ, რატომ არ მიიწვიეს ფადი ასლი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი გახარია საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. ბიზნესმენებთან შეხვედრის დაწყების წინ გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ბიზნესთან კოორდინირებით, სწრაფ და ეფექტურ რეჟიმში გადაწყვეტილებების მისაღებად არის მოწოდებული.

“აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა გადაწყვეტილება, ან საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიმდინარე პერიოდში სისტემური ცვლილებით იქნება მიღებული, იქნება თქვენი სრული ჩართულობით, თუმცა მოლოდინებიც ადეკვატური და ობიექტური უნდა იყოს. იქ, სადაც მთავრობას მოუწევს არას თქმა, ეს არა უნდა იყოს ადეკვატურად მიღებული. ჩვენი ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა ის, რომ პასუხი იყოს ძალიან სწრაფი და ბევრი დრო არ დავხარჯოთ. იმიტომ, რომ ხშირ შემთვევაში არაც პასუხია და სამწუხარო ის არის, რომ არას ბიზნესი და კომპანიები ყველაზე დიდხანს ელოდებიან. თქვენ პრაგმატული ხალხი ხართ და აფასებთ დროს, ჩვენც საკმაოდ პრაგმატულად ვაფასებთ დროს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სოციალისტი ბმული
4 წლის უკან