საბერძნეთის პოლიცია ქართველი დამნაშავეთა ჯგუფს ეძებს. ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, ათენის გარეუბანში, ვულში, ქართველები 74 წლის კაცს სახლში შეუვარდნენ და მას 3 საათის განმავლობაში აწამებდნენ.
არსებული ინფორმაციით, მძარცველები სახლში ფულს ეძებდნენ, როდესაც ვერ იპოვეს მამაკაცი სასტიკად აწამეს. დამნაშავეებმა სახლში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანეწერები წაიღეს და მიიმალნენ. მათ პოლიცია ეძებს.