დედაენის ბაღში, სადაც Tbilisi CannaExpo იმართება მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და სხვა ანტილიბერალური ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბენ.
On.ge-ის ინფორმაციით, ისინი უმტკიცებდნენ პარტია „გირჩის" წევრებს, რომ „ქართული ოცნების" ინტერესებს ატარებენ, როცა ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციას ითხოვენ.
კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე პარტიის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს დაემუქრა: "ძვლებში ხართ დასამტვრევი". პასუხად ჯაფარიძემ მას უთხრა - "სცადე", თუმცა აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ "ამის დროც მოვა".
დედაენის ბაღში ფლიმარკეტი იმართება, სადაც წარმოდგენილია კანაფთან დაკავშირებული პროდუქტები. ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყო და საღამოს 20:00 საათამდე გასტანს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
Tbilisi CannaExpo თბილისში პირველად იმართება. შარშან, ამავე დღეს „გირჩმა" კანაფის ფესტივალის გამართვა სცადა, თუმცა ღონისძიება დაკავებების ფონზე, პოლიციის კორდონში გაიმართა.