ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება:
“სპეციალურად წივიან ნაცები და მისი ნაძირალა პაძელნიკები, საზღვარი გადმოწიესო.
საზღვარი მანდააა თქვე პარაზიტებო და გამყიდველებო? ეგ არის სადემარკაციო ხაზი და არა საზღვარი – დარწმუნებული ვარ გააზრებულად საუბრობენ ამას და არანაირი უცოდინრობა.
თქვენი ბელადის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტიდან გამომდინარეობს ის ყველაფერი, რასაც ახლა გახარია ცდილობს როგორმე გამოასწოროს და კიდე აქით რომ გაქვთ პრეტენზიები?
რაც დრო გადის ვრწმუნდები, რომ სანამ სააკაშვილი და მისი ოჯახის (თემურ ალასანიათი) წევრები არ ჩასხდებიან ციხეში როგორც სამშობლოს მოღალატეები და რუსების აგენტები, არ დაწყნარდება ეს ქვეყანა.” – წერს ლატარია