სააკაშვილმა უკრაინის ტერიტორია რუსეთს მიაკუთვნა?:

სააკაშვილმა უკრაინის ტერიტორია რუსეთს მიაკუთვნა?: "ოდესა პრინციპში რუსეთის ისტორიის განუყოფელი ნაწილია"

უკრაინის ტერიტორია მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს მიაკუთვნა, ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა "მოძრაობა შეცვალეს” წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"მე რუსეთზე აკვიატება კი არ მაქვს, თქვენზე უკეთესად ვიცი რუსული, უაქცენტოდ ვლაპარაკობ. ძალინ კარგად ვიცნობ რუსულ კულტურას, შემიძლია ციტირება, წაკითხული მაქვს იმაზე მეტი, ვიდრე მჭირდებოდა ცხოვრებაში, მაგრამ ასე მოხდა... და არაფერი გართულება რიგით რუსზე და მით უმეტეს რიგით რუსულენოვან მოლაპარაკეზე არ შეიძლება მქონდეს. ოდესაში ვარ ბოლოს და ბოლოს, რომელიც პრინციპში რუსეთის ისტორიის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ჩვენს პირობებში რუსული სამყარო ნიშნავს სიბანძეს, ნიშნავს ჭუჭყს, კორუფციას და დამცირებას...” – განაცხადა სააკაშვილმა.