ნატახტარის გადასახვევთან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები ტრანსფარანტებით არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი სოფელ ატოცში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დღეს განახლებული მავთულხლართების მონტაჟის პროცესი გახდა.
ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი აპროტესტებენ სამართალდამცველების გადაწყვეტილებას, რომ შაქშაქეთის საგუშაგოდან ატოცამდე გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რის საშუალებასაც მათ პოლიციამ არ მისცა. აღნიშნულს ადგილზე ხმაური და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
„ნაცები“ ქართულ სინამდვილეში არიან ადამიანები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ არა ბუნებრივი შერჩევის და გადარჩევის გზით, (ისე, როგორც ამას სახეობის განვითარების დიალექტიკა მოითხოვს) არამედ გარედან ზემოქმედების და ექსპერიმენტის გზით! მათში ჩაიდო ის რეფლექსიები და მოტივაციები, რაც ექსპერიმენტატორს სურდა! თავის დაღწევა ამ ხელოვნურად შექმნილი დაჯგუფებიდან შეუძლებელია, უფრო მეტიც, მათ უჩნდებათ გამრავლების და გარკვეული ტიპის ადამიანების მიზიდვის უნარი! ეს დამუხტული ერთობლიობაა, რომელიც ძალზე საშიში ხდება სამოქალაქო საზოგადოებისათვის! მათი მოვლინება ხელისუფლებაში არის დიდი ხიფათის მომასწავებელი ერისათვის! მათი ხელოვნური გზით ჩასახვა ერის წიაღში გლობალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა!