ირაკლი სესიაშვილი: რუსეთს რომ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი საქართველოს სახით

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთს რომ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი საქართველოს სახით

,,კრემლისთვის მიუღებელია, რომ მისი მეზობელი საქართველი ნატოს წევრი გახდეს. მას რომ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი. თუმცა, ახლა ურჩევნია რომ გარშემო არშემდგარი, არასტაბილური სახელმწიფოები ჰყავდეს, რომელთა მართვა და გამოყენება უფრო ადვილია" ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი იყენებს უკანონო  ბორდერიზაციას.  რათა ერთი მხრივ არ მოხდეს ჩვენი ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში, მეორეს მხრივ შეძლოს ამ მგრძნობიარე პოლიტიკურ პროცესში თავისი ინტერესი დაიკმაყოფილოს. ამიტომ მივმართავთ ოპონენტებს, რომ გვყავს ერთი მტერი, ოკუპანტს ერთი სახელი ჰქვია, მის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ მათ არ ესმით, როდესაც ოკუპაციაზეა საუბარი რუსეთს კი არა, ხელისუფლებას და ქვეყანას ებრძვიან. ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის", განაცხადა სესიაშვილმა.