გაზის მიწოდებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს კიდევ გამკაცრდება

გაზის მიწოდებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს კიდევ გამკაცრდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, დღეს გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა რომ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებულ რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება.

"ჩვენ გავამკაცრეთ და კიდევ გავამკაცრებთ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. ჩვენ მივეცით მკაცრი მითითება და გაზგამანაწილებელი კომპანიები გეგმურ შემოვლას ახორციელებენ ყველა იმ აბონენტის შესამოწმებლად, სადაც გაზის მოწყობილობებია დამონტაჟებული. თუმცა, თუ მოსახლეობა არ გვეთანამშრომლა და გაგებით არ მოეკიდა ამ ყველაფერს, უბედური შემთხვევების პრევენცია რთული იქნება. ამიტომ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს - დგება გათბობის სეზონი და აუცილებლად მივცეთ გაზგამანაწილებელ კომპანიებს შესაძლებლობა, შეამოწმონ მოწყობილობები. თუ აუცილებელი გახდა გამოცვლა და თუ მიიღეს რეკომენდაცია, რომ შეცვალონ ეს მოწყობილობები, თვითნებურად არ მიაერთონ, რადგან საუბარია ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. არ უნდა შეუქმნან საფრთხე არც საკუთარ თავს და არც მეზობლებს," - აღნიშნა ნათია თურნავამ.