მენაღარიშვილი რუსეთის პრემიერზე: მედვედევის შემთხვევაში ისე არ წვიმს, როგორც ქუხს

მენაღარიშვილი რუსეთის პრემიერზე: მედვედევის შემთხვევაში ისე არ წვიმს, როგორც ქუხს

„ეს, რა თქმა უნდა ჩვეულებრივი მუქარაა და იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც რუსეთის ლიდერები უკანასკნელ წლებში რეგულარურად აგრძელებენ“, - ასე აფასებს „რეზონანსთან“ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევის განცხადებას.

მედვედევის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატოში შემავალი ქვეყნები კარგად უნდა დაფიქრდნენ, რადგან რუსეთი ბირთვული იარაღის მქონე რუსეთი ქვეყანაა და მათ სამეზობლოში ნატოს ბაზების განთავსებაზე დადებითი რეაქცია ვერ ექნება.

მენაღარიშვილი ამბობს, რომ მოსკოვი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რადგან როდესაც საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა დადგება, რუსეთი ამ მოცემულობის საფუძველზე უკან დაიხევს.

„იმის შიში ნუ გვექნება,  რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. რა თქმა უნდა, ის ამას არ გააკეთებს. იხმაურებენ მანამდე, სანამ გაუვათ და როგორც კი ფაქტის წინაშე დგება ხოლმე რუსეთი, შემდგომ უკან იხევს ხოლმე. ასე რომ, ამ შემთხვევაში ისე არ წვიმს, როგორც ქუხს“, - აცხადებს მენაღარიშვილი.

„ნატოში ისეთი ქვეყნების ჩათრევის მცდელობა, რომლებსაც შიდა კონფლიქტები აქვთ, ძალიან სახიფათოა. რა ხდება საქართველოში? რა ხდება უკრაინაში? ეს ქვეყნები ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, არავინ უარყოფს, რომ რუსეთს თავისი ინტერესები აქვს, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.

„ჩვენ ბირთვული ქვეყანა ვართ და ჩვენს სამეზობლოში ნატოს ბაზების განთავსებაზე დადებითი რეაქცია ვერ გვექნება. ამას ყოველთვის ვპასუხობდით და მომავალშიც ვუპასუხებთ როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო დონეზე.

„როდესაც ნატო შიდა კონფლიქტის მქონე ქვეყნების ასიმილაციას ცდილობს, ეს არა მხოლოდ ალიანსის წესდებას ეწინააღმდეგება, არამედ სერიოზულ შედეგებსაც გამოიწვევს. ამიტომ ნატოში შემავალი ქვეყნები ასჯერ უნდა დაფიქრდნენ, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - ნათქვამია მედვედევის განცხადებაში.