გახარია მედვედევს პასუხობს:  საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არის მიმართული

 გახარია მედვედევს პასუხობს:  საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არის მიმართული

„მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არის მიმართული“, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია რუსი კოლეგის განცხადებას, რომლის თანახმად რუსეთი ბირთვული ქვეყანაა და მის სამეზობლოში ნატოს ბაზების განთავსებაზე დადებითი რეაქცია ვერ ექნება.

გახარიამ რუსეთის პრემიერმინისტრის განცხადებას გორიდან უპასუხა, სადაც დღეს რამდენიმე შეხვედრა გამართა.  ჟურნალისტებმა პრემიერს ატოცში დღეს ოკუპანტების მიერ მავთულხლართების მონტაჟის განახლებაზეც ჰკითხეს. 

„საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ არის მიმართული და ის არავის ემუქრება. ეს არის ჩვენი პოზიცია, პოზიცია, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც ვაფიქსირებთ და მათთან ერთად ვახდენთ ამ პოზიციის დეკლარირებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ. 

მედვედევის განცხადებით, ნატოში შემავალი ქვეყნები ასჯერ უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე რუსეთის სამეზობლოში ნატოს ბაზების განთავსებაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

არაგველი641 ძალიან მაინტერესებს, ეს ფრაზა პრემიერის ნათქვამია თუ ქართულის უცოდინარი ჟურნალისტის მიერ არის დამახინჯებული?! -„მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არის მიმართული“
უნდა იყვეს ". . . არავის წინააღმდეგ ა რ არის მიმართული".
4 წლის უკან
Maverick არაგველი641, სხვაგვარად არ ეხერხებათ, რაც ასწავლეს იმ ცოდნით გვაწონებენ თავს...
4 წლის უკან