ვახტანგ გომელაური:  ატოცში სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ

ვახტანგ გომელაური:  ატოცში სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ესკალაციის საფრთხე არ არსებობს.

„ერთი თვის წინ ოკუპანტებმა დააყენეს რკინის ბოძები, რომლებზეც დღეს მავთულხლართებს ავლებენ.

განსაკუთრებული არაფერი ხდება, უბრალოდ ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის და ჟურნალისტების შესვლა აკრძალულია.

ესკალაციის საფრთხე არ არსებობს, სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია დღეს დილით განაახლეს.