ლევან ხაბეიშვილი კალაძისგან ითხოვს პასუხს, თუ რა გააკეთა ისანში და დიდ დიღომში აფეთქების შემდეგ

ლევან ხაბეიშვილი კალაძისგან ითხოვს პასუხს, თუ რა გააკეთა ისანში და დიდ დიღომში აფეთქების შემდეგ

თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევა ხაბეიშვილს, განცხადებით, ქალაქში დაზიანებები როცა მოხდება, მერე გაახსენდებათ თანამდებობის პირებს, რომ თურმე პრევენციულ ზომებს უნდა მიმართონ.

„კითხვა მაქვს, ამ კომპანიის წარმომადგენელთან და დედაქალაქის მერთანაც, ისანში, დიდი დიღომში რომ მოხდა შემთხვევა, პრევენციისთვის რა გააკეთეს?! როცა ასობით მილონ ლარს შოულობს ეს კომპანია გადასახადების სახით.

 ერთი წუთი რომ დააგვიანოთ გაზის თანხის გადახდა, აუცილებლად ჩაგიჭრიან.

 რა გახდა ის,რომ ყველა სადარბაზოში დეტექტორები დააყენონ, რათა ასეთ მძიმე ფაქტებს არ ჰქონდეს ადგილი.

 რაც მოვისმინე ადამიანებისგან, მათ შორის, კომპანიის წარმომადგენლებისგან, ამბობენ, რომ კუსტარულად დამზადებული გამათბობლის შესახებ იცოდნენ, მიუხედავად ამისა, თურმე კონკრეტული ადამიანი არ უშვებდა სახლში.

 სასწრაფოდ ზომებია მისაღები პრევენციისთვის, მათ შორის, დედაქალაქის მერი მოქალაქებს დაჰპირდა წინა აფეთქებისას, რომ პრევენციულ ზომებს მიიღებდნენ და ამ მიმართულებით მუშაობა გამკაცრდებოდა.

 ხვალ ეს ამბავი დამთავრდება და ეს ერთი კვირის მერე აღარ გაახსენდება არც ქალბატონ თურნავას, არც კახი კალაძეს და არც კომპანიის წარმომადგენლებს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

 შეგახსენებთ, დღეს დილით გურამიშვილის გამზირზე აფეთქება მოხდა, აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა,მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.