გიორგი ქობულია:  ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო, რომ თუ ინვესტორები ვალდებულებებს შეასრულებდნენ, მთავრობაც აუცილებლად შეასრულებდა ყველა პირობას

გიორგი ქობულია:  ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო, რომ თუ ინვესტორები ვალდებულებებს შეასრულებდნენ, მთავრობაც აუცილებლად შეასრულებდა ყველა პირობას

„ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო, რომ თუ ინვესტორები ვალდებულებებს შეასრულებდნენ, მთავრობაც აუცილებლად შეასრულებდა ყველა პირობას" - განაცხადა ანაკლისს პორტის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ტვ პირველის თოქშუში „პირველები".

„დამოკიდებულება იყო რომ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები. თუ ინვესტორი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ჩვენ ვალდებულებებს შევასრულებთ. ასეთი შემთხვევა არ მახსოვს, სადაც ლაპარაკი იყო რომ ჩვენ არ შევასრულოთ ეს და ა.შ. მიუხედავ იმისა, რომ მე მქონდა ლაპარაკი, რომ ეს კომერციულად და ჩვენი ეკონომიკისთვის საჭირო პროექტია. ამაზე საპასუხოდ იყო რეაქცია, რომ ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, და ახლა ჩვენ უნდა მივყვეთ ამას" - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

სოციალისტი მაგარი ჯიგარი კაცია! ჭკვიანი, კონკრეტული, სამართლიანი, გამბედავი... ამ ადამიანთან მეგობრობას ვისურვებდი!
5 წლის უკან
სოციალისტი აქ ციტირებისას გაქვთ შეცდომა. გიწერიათ - ... მიუხედავ იმისა, რომ მე მქონდა ლაპარაკი, რომ ეს კომერციულად და ჩვენი ეკონომიკისთვის საჭირო პროექტია.... აზრობრივი შეცდომაა, უნდა გაასწოროთ. ის როგორც მე ვუსმინე ეჭვს გამოთქვამდა, რომ ეს პროექტი ეკონომიკისათვის აუცილებელი და სასარგებლოა! დააზუსტეთ, გაასწორეთ! ასე რომ არ იყოს ამ წინადადებას არ დაიწყებდა სიტყვებით - მიუხედავად იმისა!
5 წლის უკან