გავერკვევით და გიპასუხებთ - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ბორდერიზაციას.
"დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვართ გორში. ნუ ღელავთ, გავერკვევით სიტუაციაში და გიპასუხებთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ატოცთან სამუშაოები განაახლეს. რუსმა სამხედროებმა რკინის დამონტაჟებულ ძელებზე ღობის მონტაჟი დაიწყეს.