მანჩო გიორგობიანი: განსაკუთრებით მათთვის, ვინც ნაც-ხროვას უსმენს და დემოკრატიის შუქურად ეჩვენება

მანჩო გიორგობიანი: განსაკუთრებით მათთვის, ვინც ნაც-ხროვას უსმენს და დემოკრატიის შუქურად ეჩვენება

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი აქვეყნებს ჩანაწერს, რომელიც ბლოგერმა თიკო თვალაძემ, ჯერ კიდევ 2015 წელს დაწერა ფეისბუქზე.

“ახალგაზრდებისთვის ვდებ, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ნაც-ხროვას უსმენს და “დემოკრატიის შუქურებად” ეჩვენებათ ეს ხლისტები.”– წერს გიორგობიანი და ურთავს პოსტს.

“თქვენადა, ეს რომელი ნაციონალური მოძრაობა ლაპარაკობს სიტყვის და მედიის თავისუფლებაზე?  შემთხვევით ის ხომ არა – იბერია, იმედი, მაესტრო, მზის საინფორმაციოები რომ მიხურა, დაარბია, ლიცენზია შეუჩერა, ნიღბებით შევარდა? შემთხვევით ის ნაციონალური მოძრაობა ხომ არა, რომელმაც ვარდების რევოლუციის შემდეგ 12 დამოუკიდებელი ტელევიზიიდან 11-ს (“რუსთავი2”-ს, “იბერიას”, მე-9 არხს, “202”-ს, “ევრიკას”, … ფაქტობრივად ყველას, გარდა ტვ „კავკასიისა“) შეუცვალა მფლობელი, ან გააუუქმდა ლიცენზია?

შემთხვევით ის ნაციონალური მოძრაობა ხომ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი ჯიბის ტელევიზიად რომ გადააკეთ-მოირგო? ის ნაციონალური მოძრაობა ხომ არა ტელეკომპანია „რიონის“ პირდაპირ ეთერში, აკაკი ბობოხიძემ, რომელიც მაშინ იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული იყო, ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი რომ ცემა? ის ნაციონალური მოძრაობა ხომ არა გაზეთები – ”ახალი ეპოქა”, ”დილის გაზეთი”, ”მთავარი გაზეთი”, ჟურნალი ”ომეგა”, საინფორმაციო სააგენტო ”ინტერ-პრესი” რომ გააქრო?

ის ნაციონალური მოძრაობა ხომ არა 2010 წელს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით ჟურნალ-გაზეთებით და წიგნებით ქუჩაში ვაჭრობა – თუნდაც სტელაჟებიდან – გარე ვაჭრობის ნაირსახეობად ჩათვალა და აკრძალა, რის შედეგადაც რამდენიმე ასეული ადამიანი თბილისში უმუშევარი დარჩა. პარალელურად სტელაჟებიდან მოვაჭრეების ლიკვიდაციის შემდეგ თბილისის მერის გიგი უგულავას განკარგულებით თბილისში რამდენიმე ასეული Press ჯიხური ჩადგა და ამ Press ჯიხურებს, რომელსაც ვითომ დუბაიური ფირმა, ხოლო სინამდვილეში – ლატარიის კომპანიის მაშინდელი მფლობელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა?

გავაგრძელო? ხოდა თქვენ ჩუთ რა! ნუ აგივარდათ თავში რაღაც-რაღაცეები!”  – წერს თიკო თვალაძე.