ტელეკომპანია "კავკასიის" დამფუძნებელმა დავით აქუბარდიამ გადაცემაში "ვანოს შოუ" გაამხილა თუ როდის და რატომ გადაუფორმა ტელევიზია ცოლს, ნინო ჯანგირაშვილს.
"აღარ მახსოვს იცით, ალბათ 1996 წელი იყო, გროზნოში მივდიოდი, ვიღაცეებმა დამპატიჟეს და ვუთხარი თუ ვერ დავბრუნდი შენ მიხედე მეთქი, მაშინ გადავუფორმე და იმის მერე დარჩა და დარჩა. დღეს ნინო 100%-იანი წილის მფლობელია", - ასე უპასუხა სტუმარმა ვანო ჯავახიშვილის კითხვას ტელევიზიის მფლობელობასთან დაკავშირებით.