შალვა თადუმაძე თავის დიპლომზე:  „შეუძლიათ, მკითხაობა გააგრძელონ“

შალვა თადუმაძე თავის დიპლომზე:  „შეუძლიათ, მკითხაობა გააგრძელონ“

შალვა თადუმაძე დიპლომზე დასმულ შეკითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ მას ამ მხრივ არანაირი სამართლებრივი პრობლემა არ აქვს.

„მე არ მოვითხოვ განათლების ცენტრიდან, იმიტომ რომ, ჩემს დიპლომს არ აქვს არანაირი სამართლებრივი პრობლემა, არ ჰქონია, არ აქვს. მე სამართლებრივი განმარტება გავაკეთე დიპლომთან დაკავშირებით, პარლამენტმა, იუსტიციის საბჭომ შეისწავლა აღნიშნული დოკუმენტი. თუ ვინმემ ვერ გაიგო ეს პასუხები, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს. საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ ყოფილა არასდროს ჩემს დიპლომთან დაკავშირებით, იმ ადამიანებს, რომლებიც წელიწადნახევარი ამ კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ და ისევ სვამენ ამ კითხვებს, შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ", - განმარტავს თადუმაძე.