ფარული აუდიოჩანაწერი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში(VIDEO)

ფარული აუდიოჩანაწერი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში(VIDEO)

სკანდალი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში - სოციალურ ქსელში მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი ვრცელდება, სადაც კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებლის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი "კავკაზუს ონლაინის" იურისტებს ესაუბრება. მათი საუბრიდან ირკვევა, რომ "კავკაზუსი" საკაბელო ტელევიზიის არხებს პირატულად ავრცელებს, ჩიქოვანი კი საქმის კურსში იყო და კომპანიას ,ფარველობდა. ჩანაწერში ასევე ჩანს,თუ როგორ სთავაზობს იგი "კავკაზუსს" კანონის დარღვევის სხვადასხვა გზას. საუბრობს იმაზეც, რომ რაკი "მაგთი სატს" ამერიკელი დამფუძნებელი ჰყავს, ის ვეღარ დაეხმარება "კავკაზუსს". თუმცა, შეუძლია უკანა რიცხვით რაღაც დოკუმენტები საქმეში ჩადოს.