„დღეს „ოცნების

„დღეს „ოცნების" სტანდარტი არის, რომ მინისტრი რომელზეც მიმდინარებს გამოძიება ხდება პრემიერი“

დღეს ,,ქართული ოცნების" სტანდარტი არის რომ მინისტრი რომლის თაობაზეც მიმდინარებს გამოძიება ხდება პრემიერ მინისტრი - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის „ქართული ოცნების" მუშოაბის სტანდარტი გაიხსენა. მისი თქმით, დღევანდელი „ქართული ოცნების" სტანდარტი არის რომ მინისტრი რომლის თაობაზეც მიმდინარეობს გამოძიება პრემიერ-მინისტრი ხდება.

„მინისტრი, რომლის პოლიტიკური პასუხმგებლობა ძალიან მაგარი ხარისხის კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, უცებ ხდება პრემიერ-მინისტრი. 2013 წელს, მაშინ როდესაც ჩვენ ვიყავით ბევრად უფრო მხრებში გაშლილი ,,ქართული ოცნება", დიდი გეგმებით ვიყავით და დიდი დაპირებებით ვიყავით, საზოგადოების წინაშე, ჩემი ერთ-ერთი მეგობრის, მაშინ სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამშორმელების საკითხზე დაისვა საკითხი რაღაც კორუფციასთან დაკავშირებით. მაშინ ჩვენ დავდეთ ასეთი სტანდარტი, თუ ასეთ მაღალ ხარისხში დაისმება მინისტრის თაობაზე კითხვა, მინისტრი უნდა გადადგეს თანამდებობიდან. მაშინ მახსოვს, როგორ ვიწონებდით თავს რომ კირვალიძე გადადგა თანამდებობიდან. იმიტომ რომ უწყებაში დაისვა კორუფციის საკითხი. ეს იყო ჩვენი სტანდარტი 2013 წელს. დღეს „ქართული ოცნების" სტანდარტი არის რომ მინისტრი რომლის თაობაზეც მიმდინარებს გამოძიება ხდება პრემიერ-მინისტრი. არაფერზე არ ვიტყვი ინტერესთა კონფლიქტზე ამ მიმართულებით",- განაცხადა მარგველაშვილმა "ტვ პირველთან".