ფეხბურთში მომზადებას არ ვაპირებ, შენ იმეცადინე ქალაქის პრობლემების მოგვარებაში

ფეხბურთში მომზადებას არ ვაპირებ, შენ იმეცადინე ქალაქის პრობლემების მოგვარებაში

(რეზონანსი) ფეხბურთში მომზადებას არ ვაპირებ, შენ იმეცადინე ქალაქის პრობლემებისა და სატრანსპორტო პოლიტიკის თანმიმდევრულობაში, არ გაწყენდა, - ასე უპასუხა "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, რომელმაც ელისაშვილს ფეხბურთისთვის მომზადება ურჩია.

ელისაშვილის განცხადებით, როცა ქალაქში ასეთი სატრანსპორტო პრობლემებია, ასეთი უკბილო ხუმრობის და ლაზღანდარობის ხასიათზე წესით არ უნდა იყო კაცი.

"როდესაც შენი გაუაზრებელი და არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების გამო მთელი ქალაქი საცობებში გმინავს, მეტროს ვაგონებსა და "ბოგდანებში" იჭეჭყება - ასეთი უკბილო ხუმრობის და ლაზღანდარობის ხასიათზე წესით არ უნდა იყო კაცი. პირისპირ დებატებს ყოველ ჯერზე რომ გაურბიხარ და მერე სხვას აბრალებ იმალებაო - არც ეგაა ღირსების მანიშნებელი. ფეხბურთს ვთამაშობ საშუალოზე ცუდად, თუმცა არც მაქვს პრეტენზია რომ ფეხბურთელი ვარ. ქალაქის პრობლემები ასე თუ ისე მესმის. ყოველ შემთხვევაში ტაქსების ე.წ. რეფორმა და ქუჩების უაზრო გადათხრა რომ სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევდა ეს კარგად ვიცოდი რამდენიმე თვის წინ და ხმამაღლა ვამბობდი კიდეც. ასე რომ კახაბერ, მე ფეხბურთში მომზადებას არ ვაპირებ და შენ რომ იმეცადინო ქალაქის პრობლემებში და სატრანსპორტო პოლიტიკის თანამიმდევრობაში არ გაწყენდა. ყოველ შემთხვევაში სატრანსპორტო კოლაფსის გამო მე ნამდვილად არ მაგინებს მთელი თბილისი", - წერს ალეკო ელისაშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილის მისამართით კახა კალაძემ თქვა: ელისაშვილს ჩემი ვალი აქვს, თქვა ფეხბურთს ვეთამაშებიო და მერე დაიმალა, მოემზადოს ფეხბურთისთვის. იქამდე კი დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილმა კახა კალაძე დებატებში გამოიწვია.

სოციალისტი ალეკო ნიჭიერი კაცი ხარ, იმეცადინე, იმეცადინე! რა იცი, რა ხდება, გავიგე მილანიდან სკაუტები არიან ჩამოსული და ერთ კარგ ფეხბურთელს ეძებენ მარცხენა მცველის ამპლუისათვისო!
4 წლის უკან