დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალისტებს:  არ შეგეშინდეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის

დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალისტებს:  არ შეგეშინდეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის" დასკვნის, არც დაუჯეროთ

არ შეგეშინდეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის" დასკვნის, არც დაუჯეროთ. მათი შემოთავაზებით, არასოდეს პენსია არ უნდა გავზარდოთ. არ შეხედოთ „გამჭვირვალობას", შეხედეთ რეალობას. „გამჭვირვალობის" დაჯერებამ ზოგჯერ შესაძლოა, უხერხულობაც შექმნას და დღევანდელ მაგალითს მოვიყვან: ჩვენი საპატივცემულო ჟურნალისტები უხერხულში ჩავარდნენ.

„გამჭვირვალობამ" გამოაქვეყნა საჯარო სამსახურის თანამდებობის პირის ოჯახის წევრების დასაქმების შემთხვევები, რომლებიც ნეპოტიზმის მაღალ რისკს შეიცავს და დღეს როცა შემოვდიოდი, გზა გადამიღობა პრაქტიკულად, ყველა ჟურნალისტმა და დასვეს კითხვა, რატომ მუშაობს ჩემი მეუღლე საჯარო სამსახურში და იღებს ბიუჯეტიდან ხელფასს. ეს არის აბსოლუტურად ტყუილი. არც ერთ თეთრს ჩემი მეუღლე არ იღებს საჯარო სამსახურში ბიუჯეტიდან, იმიტომ რომ ელემენტარულად, ის იქ არ მუშაობს. ობიექტურობიდან გამომდინარე, უნდა დავადასტურო ისიც, რომ რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა ზარი „გამჭვირვალობიდან". პროექტის ხელმძღვანელი იყო თუ არ ვცდები და ბოდიში მოიხადა, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია.

ასე რომ, მეგობრებო, არც თუ ისე იშვიათად ხდება გამიზნულად დისკრედიტაცია საჯარო მოხელეების, დეპუტატების. ახლა ახლოვდება არჩევნები და ახლა თქვენთვის ობიექტი ვიქნებით ჩვენ", - განაცხადა ხუნდაძემ.

 

 

სოციალისტი ვერ გავიგე?! საჯარო მოხელეების მეუღლეებს რატომ არ აქვთ საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება? მაგალითად ბატონი დიმიტრის მეუღლე რატომ არ შეიძლება მუშაობდეს სკოლაში მასწავლებლად, პოლიკლინიკაში ექიმად ან თავდაცვის სამინისტროში განყოფილების გამგედ, ან რიგით ბუხგალტრად! ხომ არ ვამბობ თავდაცვის მინისტადთქო??!! )))) რა მარაზმია, რა უბედურება?! კიდევ ვინც აწი სტალინი გაამტყუნოს მე იმის დემოკრატ ხახაში .....
4 წლის უკან
სოციალისტი მე ვარ აგერ 5 წელია უმუშევარი. 300 ლარიანი დარაჯის სამსახურიც ვერ მოვიპოვე! რა ვქნა ახლა, ამის გამო ვინც მუშაობს იმათ ვსდიო სად მუშაობ, რატომ მუშაობ, შენი ცოლი (ქმარი) როგორ დასაქმდა და ა. შ. სანამ ეს ე.წ. დემოკრატია არ დამთავრდება მანამ ირბენენ ეს "საერთაშორისო გამჭვირვალეობები", გიგაურები, კოჟორიძეები და ნაცვლად იმისა, აიმე რომ შექმნან, მატერიალური დოვლათი შექმნან, მიშას მაინც მიეხარონ და ქინძი გაზარდონ.... იქნებიან ასე გლახაობაში, სამშობლოს მოღალატეობაში, ვინც მუშაობს იმათ კიდევ გულს შეუწუხებენ და ევროკავშირის გრანტების ძებნაში!
4 წლის უკან