რატომ ფიქრობს პაატა ზაქარეიშვილი, რომ 2020-ის არჩევნებში საკონტოლო პაკეტი

რატომ ფიქრობს პაატა ზაქარეიშვილი, რომ 2020-ის არჩევნებში საკონტოლო პაკეტი "ევროპულ საქართველოს" ექნება

"ევროპულ საქართველოსა" და "ნაცონალებს" შორის დაპირისპირება ფასადური ნამდვილად არ არის... თუ ვინმე დღეს "ოცნების" თამაშს თამაშობს, ეს არის სააკაშვილი, რომელსაც უნდა რომ მეორე ადგილზე გავიდეს. დღეს "ევროპულ საქართველოს" აქვს საკონტროლო პაკეტი, მას შეუძლია კოალიციაზე შეთანხმდეს ან "ოცნებასთან" ან "ნაციონალებთან". იმდენად პრაგმატული პარტიაა, რომ ყველაფერზე წავლენ, ოღონდ ზედაპირზე იტივტივონ," - აცხადებს პოლიტოლოოგი პაატა ზაქარეიშვილი პოლიტიკურ პარტიათა შანსებზე მომავალ არჩევნებში.

"ძალიან საინტერესო პროცესები იწყბა, "ოცნება" მიხვდა თავის შეცდომას და შუას დაბრუნება იწყება. თუ მმართველი ძალა ამ კურსს გადაუხვევს და ჩააგდებს ამ სისტემას ყველა მის წინააღმდეგ წავა. რაც შეეხება პოლიტიკურ ძალთა შანსებს მომავალ არჩევნებში, პროგნოზის გაკეთება ერთი წლით ადრე ნაადარევია. გამარჯვებულ პარტიად ჩაითვლება ის პარტია, რომელიც შეძლებს თვითიონ ჩამოაყალიბოს მთავრობა, ჰყავდეს თავისი პრემიერ- მინისტრი და თვითიონ დაამტკიცოს ბიუჯეტი. დღევანლდელი მონაცემებით კი სამი პარტია "ოცნება" "ევროპული საქართველო" და "ნაციონალები" ჯამში აიღებენ მაქსიმუმ 55%-ს, რჩება 45 %-ი და სწორედ აქ არის ჩადებული ქართული დემოკრატია. ეს არის უნიკალური ნახტომი, რომელიც ვერც შევარდნაძემ გაბედა და ვერც სააკაშვილმა.

რაც შეეხება კოალიციის შექმნას, ამას არჩევნების შედეგები გამოაჩენს, დიდი ალბათობით, "ოცნებას" მაინც ყველაზე მეტი ხმები ექნება და შეუძლია ივაჭროს სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნაზე. თუ ვერ მოხდა შეთანხმება, სხვა პარტიებმა შეიძლება ჩამოაყალიბონ კოალიცია და ეს იქნება უმცირესობის მთავრობა. იმ შემთხვევაში თუ ესეც ვერ მოხდა, დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და არც ამაშია ტრაგედია. მეტიც, შემდეგი არჩევნები იქნება ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები.

ოპოზიციურ ფლანგზე სიტუაცია კი ასეთია: "ევროპულ საქართველოსა" და "ნაცონალებს" შორის დაპირისპირება ფასადური ნამდვილად არ არის. აქ არის სისტემური განსხავავება სააკაშვილთან დაკავშირებით და თუ ვინმე დღეს "ოცნების" თამაშს თამაშობს, ეს არის სააკაშვილი, რომელსაც უნდა რომ მეორე ადგილზე გავიდეს. მაგრამ საქართველოში ორპოლუსიანი სისტემა აღარ იქნება. დღეს "ევროპულ საქართველოს" აქვს საკონტროლო პაკეტი, მას შეუძლია კოალიციაზე შეთანხმდეს ან "ოცნებასთან" ან "ნაციონალებთან". იმდენად პრაგმატული პარტიაა, რომ ყველაფერზე წავლენ, ოღონდ ზედაპირზე იტივტივონ.

რაც შეეხება სხვა პარტიების შანსებს, მომავალ პარლამენტში დაახლოებით 7 პარტია გავა: "პატრიოტთა ალიანსი", ლეიბორისტები, "შენების მოძრაობა", ბურჯანაძის და ეკა ბესლიას პარტიებსაც აქვთ შანსი. ანუ 2-3%-იანი პარტიები წამოვა და შეიკვრება საინტერსო ბულიონი, რომელიც აუციელებელია მომავალი დემოკრატიისთვის.

მამუკა ხაზარაძის პარტიაც წვრილფეხა პარტიებში გადის, რომელიც შეავსებს ამ 45%-ს. მისი პარტია 7%-ზე მეტს ვერ აიღებს. ასე რომ, ძალიან კონკურენტული გარმეო შეიქმნება მომავალი არჩევნებისთვის" - განაცხადა "რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

სოციალისტი ეს ადამიანი ალბათ არ არის ცუდი კაცი, მგონი არც სამშობლო სძულს სხვა რესპუბლიკელებივით, მაგრამ ტვინი მაგარი არეული აქვს. აი რას წერს - "რაც შეეხება კოალიციის შექმნას, ამას არჩევნების შედეგები გამოაჩენს, დიდი ალბათობით, "ოცნებას" მაინც ყველაზე მეტი ხმები ექნება და შეუძლია ივაჭროს სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნაზე. თუ ვერ მოხდა შეთანხმება, სხვა პარტიებმა შეიძლება ჩამოაყალიბონ კოალიცია და ეს იქნება უმცირესობის მთავრობა. იმ შემთხვევაში თუ ესეც ვერ მოხდა, დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და არც ამაშია ტრაგედია. მეტიც, შემდეგი არჩევნები იქნება ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები". შემდეგი იქნება ნამდვილად დემოკრატიულიო, შემდეგის, შემდეგიო კაცოოოო! თავდუმაძეს რომ სთხოვთ დიპლომის ნადვილობა დაამტკიცეო, ერთი ბატონ პაატასაც მოთხოვეთ ექიმის ცნობა მოიტანოს!
5 წლის უკან