არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურის განხილვა ვერ შეჩერდება

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურის განხილვა ვერ შეჩერდება

„ბატონი თადუმაძის კანდიდატურა უკვე იყო მოსმენილი კომიტეტის სხდომაზე, შესაბამისად, ვერ შეჩერდება.” – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომლის თანახმად, არასამთავრობოების რეკომენდაციაა, რომ შეჩერდეს თადუმაძის კანდიდატურის განხილვა, ვიდრე არ გაირკვევა მისი დიპლომის საკითხი.

“რაც შეეხება კანდიდატების კენჭისყრას, კენჭისყრამდე, დარწმუნებული ვარ, რომ დიპლომებთან და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა იქნება ამოწურული. ამაზე კომიტეტიც მუშაობს. ვიცი, რომ სამოქალაქო საზოგადოება დაინტერესებულია და აუცილებლად, მიიღებენ პასუხებს კითხვებზე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

სოციალისტი სასწრაფოდ ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, ხოლო თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად!!! ))))))))))))))))))))))))))))))))))))))) ხათუნა გოგორიშვილი საარჩევნო კომისიის თავვმჯდომარედ!
5 წლის უკან