ფიქრია ჩიხრაძე გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურად გააქტიურებას არ გამორიცხავს

ფიქრია ჩიხრაძე გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურად გააქტიურებას არ გამორიცხავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი, “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე “2020NEWS“ -თან არ გამორიცხავს, რომ მარგველაშვილი პოლიტიკურად გააქტიურდეს.

“ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია და ასევე, ძალიან გახსნილია მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთიბაში. ვფიქრობ, მას გაკვეული წვლილი დღესაც შეაქვს პოლიტიკურ პროცესებში და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ, ზეგ მან უფრო აქტიური როლი ითამაშოს. საერთოდ მგონია, რომ ის პოლიტიკიდან არ არის წასული, იმდენად აქტიური ადამიანია. ამ ეტაპზე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფად ჩამოყალიბება მარგველაშვილის ამოცანაში არ შედის“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის ჯერჯერობით, პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.