კარლ ჰარცელი:  ანაკლია ევროკავშირისთვის სტრატეგიული პროექტია და ნამდვილად ვისურვებდით, რომ განხორციელდეს

კარლ ჰარცელი:  ანაკლია ევროკავშირისთვის სტრატეგიული პროექტია და ნამდვილად ვისურვებდით, რომ განხორციელდეს

არაერთხელ ითქვა, რომ ანაკლია ევროკავშირისთვის სტრატეგიული პროექტია, რადგან ეს არის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში და ნამდვილად ვისურვებდით, რომ განხორციელდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„მხარეებისგან ვისმენთ შეფასებებს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები შესაძლოა, ერთმანეთის მიმართ დიდი ნდობით არ იყვნენ განწყობილი, ორივე მხარიდან წამოსული განცხადებები არის კეთილგანწყობილი ანაკლიის პროექტის განხორციელების მიმართულებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე კონსორციუმის შუალედური ვალდებულებები განმარტა და განაცხადა, რომ 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება. ამასთან, სამინისტრომ 16 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აძლევს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საშუალებას, ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.

სოციალისტი თქვე მამაცხონებულებო, თუ ეს პორტი ევროკავშირისათის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ვერ ხედავთ, რომ დაფინანსების უქონლობის გამო არ შენდება?! მიეცით ხაზარაძეს-ანაკლიის კონსორციუმს კონსოლიდირებული, უპროცენტო სესხი 700-800 მილიონი ევრო, 50 წლის ვადით და აშენდება ეს პორტი! რატომ აჭიანურებთ ამ პროექტის დაფინანსებას? თუ გინდათ საქართველოში აღარც პენსია დარიგდეს და აღარც მასწავლებლებმა აიღონ ხელფასი ერთი 5 წელი მაინც და საქართველოს ბიუჯეტიდან აშენდეს, რომ მერე თქვენ იბრიწინოთ და გვაძლიოთ რჩევები ასე ქენი, ისე ქენი, ეს შემოუშვი, ის არ შემოუშვა და ა.შ?! კარლი ხარ თუ კარლო, გამეცი ერთი პასუხი ამ ჩემს შეკითხვაზე,
5 წლის უკან