ოკუპირებულ აფხაზეთს ისევ უშუქოდ დარჩენა ემუქრება. რამდენიმე დღის წინ, გადატვირთვის გამო, ავარიულად გაითიშა АТ-2-ის ტრანსფორმატორი, რომელიც ქვესადგურ "ბზიფი-220"-ს ამუშავებდა. შედეგად, გაგრისა და გუდაუთის რაიონში დენი სრულად გაითიშა. ოფიციალური ვერსიით, არც ერთ ქვესასდგურსა და ტრანსფორმატორს, საბჭოთა დროიდან რემონტი არ ჩატარებია და შესაბამისად, ხშირად გამოდის მწყობრიდან.
ადგიულობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, რუსეთიდან გადმორიცხული თანხები იხარჯება ყველაფერში, მათ შორის, კერძო პირების ბიზნესსა და ვიღაცეების ჯიპებში, თუმცა რეალური პრობლემები არავის ახსოვს და არც მის მოგვარებაზე ზრუნავენ.
"მაღალჩინოსნებს ოფისებსა და სახლებში გენერატორები აქვთ და სხვები არ ანაღვლებთ..." - წერენ აფხაზები.
abkhaz-auto.ru-ს ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ზამთრის ყოველი მოახლოებისას მოსახლეობა ისევ და ისევ უშუქოდ დარჩენის საფრთხის წინაშე დგება, რადგან ადგილობრივები გასათბობად და სხვა, ყოველდღიური მოხმარებისთვის ელექტროენერგიას იყენებენ.
აფხაზეთში ელექტროკომპანია Черноморэнерго-ს მთავარი ინჟინერი ნიკალი ბარანოვსკი აცხადებს, რომ ტრანსფორმატორი იმდენად ძველია, რომ რემონტს აღარ ექვემდებარება. მისივე თქმით, უფრო მძლავრი ტრანსფორმატორი უკვე შეუკვეთა, თუმცა აფხაზეთში მხოლოდ დეკემბერში ჩაიტანენ და მის მონტაჟს კიდევ ერთი თვე დასჭირდება.
ბარანოვსკის განცხადების არ სჯერა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ რეგიონში, ბოლო წლებში ელექტროენერგიის დეფიციტი სულ უფრო მტკივნეულად დგას.
მათივე ცნობით, ხელმძღვანელობას უნდა, გადასახადი დააწესოს, თუმცა იმაზე არ ფიქრობს, შეძლებენ თუ არა ადგილობრივები თანხის გადახდას.
თავის მხრივ Черноморэнерго-ს ხელმღვანელობა აცხადებს, რომ ბოლო 15 წელი ტრანსფორმატორები რემონტის გარეშე მუშაობდა და 2019 წლის 7 ოქტომბერს ძლიერი ჭექა-ქუხილი შედეგად, ერთ-ერთი საბოლოოდ დაზიანდა.