გოცირიძე:  თუ დავინახავთ, რომ საქმე ჩაფარცხვისკენ მიდის, ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დავიწყებთ

გოცირიძე:  თუ დავინახავთ, რომ საქმე ჩაფარცხვისკენ მიდის, ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დავიწყებთ

„თუ დავინახავთ, რომ საქმე ჩაფარცხვისკენ მიდის, იმპიჩმენტის პროცესს დავიწყებთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე განაცხადა.

მისი თქმით, შეწყალების საქმეში დანაშაულის ნიშნები იკვეთება, რომელიც პრეზიდენტმა ჩაიდინა.

„ვაკვირდებით პროცესებს, ერთი თვე გავიდა. გამოძიებას კიდევ ვაძლევთ დროს, არ გვინდა ვიჩქაროთ. იმ შემთხვევაში თუკი დავინახეთ, რომ საქმე ჩაფარცხვისკენ მიდის, მაშინ დავიწყებთ იმპიჩმენტის პროცესს. დანაშაულის ნიშნები აშკარად იკვეთება, ეს პრეზიდენტმა ჩაიდინა, იცოდა თუ არა მან, ან მისი გულგრილობის და არაპროფესიონალიზმის შედეგი იყო, ამას დაადგენს გამოძიება, მაგრამ დანაშაული რომ არის ამაში ეჭვი არავის ეპარება. შეუძლებელია, რომ მკვლელები, ნარკორეალიზატორები და არასრულწლოვნებთან სექსუალურ კავშირში შემჩნეული ადამიანები გათავისუფლებული ყოფილიყვნენ ერთ დღეს, ერთი ხელის მოსმით. აქ არის ინტერესები და როგორც წესი ინტერესები დაკავშირებულია ფულთან“,-განაცხადა გოცირიძემ.

 

 

სოციალისტი რომან გაიხსენე, როცა ვიცე-პრემიერი იყავი საქართველოს საფინანსო სისტემა როგორ დააქციე და იმპიჩმენტი მერე დაიწყე!
5 წლის უკან