ბაჩო ახალაიას პროკურატურაში დაიბარებენ. მთავარი პროკურატურა გამოძიებას იწყებს ყველა იმ ბრალდებასა და ინფორმაციაზე, რომელიც ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებითაა გავრცელებული. მთავარი პრკურორის განცხადებით, პროკურატურა კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე იმოქმედებს. ამასთან, მთავარი პროკურორის განმატებით, დაიწყება ყველა იმ საქმის თავიდან შესწავლა, რომელთანაც ყოფილი ხელისუფლების წევრების, მათ შორის ახალაიას კავშირის შესახებ საზოგადოებაში მოსაზრებები არსებობს. კბილაშვილმა ერთ-ერთ მაგალითად ალექსანდრე თეთრაძის საქმე დაასახელა. პარალელურად, განცახდებას აკეთებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი. ბაჩო ახალაია მის წინააღმდეგ გაჟღერებული სიტყვიერი ბრალდებების დამტკიცებას მოითხოვს.