თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი “2020NEWS” -თან აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით გამოიკითხოს.
„პრეზიდენტი ისეთივე მოქალაქეა, როგორც ჩვენ. ის თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდოს. მე რომ სალომე ზურაბიშვილის ადგილზე ვიყო, ჩემს გამოკითხვას მოვითხოვდი, რადგან საქმე ეხება პრეზიდენტის რეპუტაციას, რაც ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის თქმით, თუ საჭირო იქნება, პრეზიდენტი შეწყალებასთან დაკავშირებით დაიკითხება.