გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომი ნამდვილია. ეს ვიცით ჩვენ. თუ ვონმეს რაიმე საწინააღმდეგო აქვს და ადასტურებს ამ საწინააღმდეგო აზრს, რასაკვირველია, ამ თემაზე უნდა ისაუბროს, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის შესახებ არასამთავრიბო ორგანიზაციების ეჭვებს შეეხებოდა.
გია ვოლსკის თქმით, შეკითხვები, რაც არის საზოგადოებაში და აქვს მედიას, აქვს უმრავლესობასაც.
"დიპლომი არის ნამდვილი და შალვა თადუმაძე არის ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია", - აღნიშნა ვოლსკიმ.