"ქართული ოცნების" დეპუტატის ადვოკატი, ამბობს რომ მას შეუზლია სახელმწიფო ქონების განადგურებაზე თამთა თოდაძეს უჩივლოს.
"მე შემიძლია დღესვე ვუჩივლო თამთას, მისივე ჩვენებაა - როდესაც გავდიოდი თავად გადავაგდე მონიტორიო. ეს არის საფუძველი რომ დაიწყოს გამოძიება სახელმწიფო ქონების განადგურებაზე", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარდგენილი აქვს.