რატომ გადაიფიქრა ქსნის დაწესებულების დირექტორმა თანამდებობიდან წასვლა(VIDEO)

რატომ გადაიფიქრა ქსნის დაწესებულების დირექტორმა თანამდებობიდან წასვლა(VIDEO)

რა ხდება ქსნის ციხეში და რატომ გადაიფიქრა დაწესებულების დირექტორმა თანამდებობიდან წასვლა. ნუკრი ხუხუა საკუთარ გადაწყვეტილებას ასე სხნის - მას არ სურს ვინმემ იფიქროს, რომ რამეშია დამნაშავე და გადადგა, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც დაწესებულებაში მომუშავე გენერალური ინსპექცია პატიმრების ბრალდებებზე მოკვლევებს დაასრულებს. გარდა ამისა, მსჯავრდებულებმა პროტესტი შეწყვიტეს - დაწესებულებაში ამანათების შეგზავნის პროცესი აღდგა. მე შეგახსენებთ, პატიმრები მედპერსონალს უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ. დეტალების გასარკვევად ქსანში გურამ ჩავიდა, ახალ ამბებს მისგან შევიტყობთ.