გიორგი მარგველაშვილი ნიკა გვარამიას ქართველი ხალხის სახელით მადლობას უხდის

გიორგი მარგველაშვილი ნიკა გვარამიას ქართველი ხალხის სახელით მადლობას უხდის

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა “მთავარი არხის” დამფუძნებელ ნიკა გვარამიას ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა და გამარჯვება მიულოცა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,”რუსთავი2″-ის გარშემო მიმდინარეობდა შავ-ბნელი პროცესი, რომელიც მათი გამარჯვებით დასრულდა და ეს იყო გამარჯვება დემოკრატიისა და აზრის თავისუფლებისთვის.

“ძალიან მიხარია, რომ ვარ აქ. იმიტომ, რომ ის რაღაც შავ-ბნელი პროცესი, რომელიც “რუსთავი2″-ის გარშემო, ბევრი წელი გრძელდებოდა და ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა საქართველოს ბევრ მოქალაქეზე, დამთავრდა გამარჯვებით და მე გილოცავ, ასევე მადლობას გეუბნები ქართველი ხალხის სახელით, იმიტომ, რომ ეს იყო გამარჯვება დემოკრატიისთვის და აზრის მრავალფეროვნებისთვის”, – მიმართა გიორგი მარგველაშვილმა ნიკა გვარამიას.

Katana . "ადამიანების ცნობა არ მეშლება მე!" - ბიძინა ივანიშვილი.
ა, ბატონო, ცოცხალი მაგალითი!..
ხმების 65 პროცენტზე ნაკლები რომ მიიღოს მარგველაშვილმა, მე საერთოდ წავალ საქართველოდან და მერე მშვიდობაში მოგახმაროთ სააკაშვილიო!.. - და ნახეთ დღეს რას ლაპარაკობს მისი რჩეული!..
არადა, ნინო ბურჯანაძე, რომელიც მიესალმა ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკაში, არ გაიკარა ახლოს და მის მიმართ ცინიკურად განწყობილი რესპები და მარგველაშვილი ჩაიხუტა!..
ჰოდა, ეგე!..
5 წლის უკან
სოციალისტი ბატონ ივანიშვილს თუ რამე ეშლება, ეშლება ადამიანების ცნობა, თანაც ძალიან მაგრად!!! ამას წინად დ.ბერძენიშვილი ყვებოდა ბიძინამ ასე მითხრა, ბიძინამ ისე მითხრა... თან ამას ყვებოდა იმის წაროსაჩენად თუ რა უმეცარია ივანიშვილი, როგორ ვერ ერკვევა პოლიტიკაში, როგორი რუსეთუმეა! ბერძენიშვილებმა და მარგველაშვილ, უსუფაშვილებმა რომ მოხიბლეს, მაგათ რომ ვერ შეატყო რა "ფრუკტიც" იყვნენ... არ ვიცი, არა, ეტყობა მე თითონ ვერაფერში ვერკვევი?!
5 წლის უკან
ფირცხალა ჩემი სახელით რატო საუბრობს? ჯერ ერთი, მარგველაც მისი პირველივე განცხადებებისა და ვეტოების შემდეგ მოკლედ რო ვთქვათ - ,,არ მევასება" და მეორეც, ნაციანალების რუპორ გვარამიას ჩემს მაგივრად რატო უხდის მადლობას?
ეს, რეალობას აცდენილი ვაზელინი..
5 წლის უკან