ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროზე უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროზე უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა

ჭიათურაში, "ჯორჯიან მანგანეზის" კუთვნილ მაღაროზე მაღაროელი დაიღუპა. 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა.

როგორც 2020NEWS-სთვის გახდა ცნობილი, უბედური შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.

2020NEWS-ს აღნიშნული ინფორმაციაში ჭიათურაში დაუდასტურეს, თუმცა კონკრეტულად რა გახდა ახალგაზრდა მაღაროელის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

2020NEWS გაგა ბოჭორიშვილის გარდაცვალების დეტალებს არკვევს.