კახა კალაძე:  მეტროში გვაქვს მძიმე მდგომარეობა

კახა კალაძე:  მეტროში გვაქვს მძიმე მდგომარეობა

თბილისის მერმა კახა კალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" თბილისის მეტროში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"აქაც შემიძლია დავიტრაბახო, რომ პირველი, ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც ასეულ მილიონს ხარჯავს, იმისათვის, რომ მეტრო იყოს მოწესრიგებული. ახლა, დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ეს არის ძალოვანი კაბელების ცვლილება. რამდენიმე დღის წინ ჩავედით და სამუშაოები დავათვალიერეთ, რომელიც ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეობს. ბოდიშის მოხდა მოგვიწია მოსახლეობისთვის იმიტომ, რომ ერთი საათით ადრე წყვეტს მეტრო მუშაობას, რათა სამუშაოები დროულად იქნას წარმოებული", - განაცხადა კხა კალაძემ.