„რატომ იქცევით დამნაშავეებივით იქაც კი, სადაც თითქოს დამნაშავეები არ ხართ?“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს. პლენარულ სხდომაზე, სადაც დავით ზალკალიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა.
„თქვენ აქ ბევრი ისაუბრეთ იმაზე, რომ თურმე გაგიკვირდათ, რომ ხალხმა არ იცოდა თქვენი და ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე. ამას სერიოზულად გვეუბნებოდით? თქვენი უმრავლესობის წევრები იყვნენ გაკვირვებულები, რომ ამის შესახებ გაიგეს. ზოგადი მზადყოფნა, რომ შეხვედრა შედგეს ერთია და მეორეა, კონკრეტული ინფორმაცია, რომ შეხვედრა შედგება. აქ საუბარი კი არ არის იმაზე, რომ ვინმეს პრობლემა აქვს შეხვედრაზე, საიდან მოიტანეთ?! ვინმემ გაგაკრიტიკათ იმაზე, რომ შეხვედრა რატომ შედგაო?! რატომ მოიგონეთ ეს ამბავი?! „ევროპულ საქართველოს“ ძალიან კარგი პოზიცია აქვს, შეხვედრები საჭიროა, მათ შორის მტერთან. მაგრამ დამნაშავეებივით რატომ იქცევით? გეთქვათ ჩვეულებრივად, რომ იქნება შეხვედრა, ან შეხვედრის შემდეგ რუსეთისთვის მაინც არ მიგეცათ საშუალება, რომ დაესწრო თქვენთვის ნარატივის შექმნა. ეგეც რატომ მოგივიდათ? რატომ იქცევით დამნაშავეებივით იქაც კი, სადაც დამნაშავეები არ ხართ?! საკმარისია ის შემთხვევები, სადაც მართლა დამნაშავეები ხართ“, - მიმართა გიგა ბოკერიამ დავით ზალკალიანს.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სპეკულაციას უწოდებს იმაზე საუბარს, რომ მისი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრა ფარულად მოხდა.
მისი თქმით, ლავროვთან შეხვედრის იდეა ერთ-ერთ არაფორმალურ სადილზე გაჩნდა. ინიციატორი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მას შემდეგ რაც ეს შეხვედრა დაიგეგმა, მან ამის შესახებ ქართულ მედიაში ისაუბრა.
ზალკალიანის ინფორმაციით, ლავროვთან შეხვედრაზე საუბრის თემა იყო საქართველოში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, ასევე ჰუმანიტარული საკითხები და ჟენევის მოალაპაკების მნიშვნელობა.
ჯერ შეხვედრას უარყოფდნენ.
მერე - ეს ჩვენი ინიციატივა არ ყოფილაო, გაიძახოდნენ. შვეიცარია არავის უხსენებია! გამოდიოდა, რომ რუსების ინიციატივა იყო...
თქვით, რა, როგორც იყო! რამ დაგაფრთხოთ, - თქვენა ხართ ხელისუფლებაში, ნაცები ხომ არა! ვისი ნებართვა გჭირდებათ?! არ გახსოვთ, რას ამბობდნენ ნაცები თავიანთი ზეობის ჟამს? - ახლა ჩვენა ვართ ხელისუფლებაში და რაც გვინდა, იმას გავაკეთებთ!.. როცა თქვენ იქნებით, მაშინ თქვენ მოიქეცით ისე, როგორც მოგინდებათო!
ჰოდა, დაიკიდეთ, მოეწონებათ თუ არა ნაცებს და მათ დასავლელ მფარველებს თქვენი რომელიმე ნაბიჯი!
ნაცების გადაწყვეტილებები რომ ნდომებოდა ხალხს, იმათ მისცემდა ხმას. ჰოდა, შეიფერეთ როგორმე!